- დაიმონები
- ბერძნული წარმომავლობის ტერმინია და „ზებუნებრივ არსებებს“, „სულებს“ ნიშნავს. თავდაპირველად ისინი მოიაზრებოდნენ, როგორც კეთილი, ბოროტი ან ნეიტრალური არსებები, რომლებიც საკრალურსა და პროფანულ, ე.ი. ტრანსცენდენტურსა და წარმავალ სფეროებს შორის შუამავლობდნენ. დაიმონების მოქმედების სფერო მითოლოგიაა.Source: სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008
Georgian encyclopedia. 2013.